უეფამ იმ ბურთის პრეზენტაცია მოაწყო, რომლითაც ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფებსა და ფინალში ითამაშებენ.
Adidas-ის ბურთზე გამოსახულია ტრადიციული ვარსკვლავები, გამოყენებულია ბორდოსფერი და შავი. ახალი ბურთით თამაში წუხელ, 1/8 ფინალიდან დაიწყეს.
პირველებმა ეს ბურთი მადრიდში „ატლეტიკომ“ და „ლივერპულმა“ და დორტმუნდში „ბორუსიამ“ და პსჟ-მ გამოსცადეს.
ჩემპიონთა ლიგის ფინალი 30 მაისს სტამბოლში გაიმართება.