LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უეფამ ჩემპიონთა ლიგის ფულები დაითვალა: ვინ რამდენი იშოვა გასულ სეზონში

61

უეფამ ჩემპიონთა ლიგის გასულ სეზონში მონაწილეთა მიერ ნაშოვნი ფული გაასაჯაროვა. ყველამ ერთად 1.412 მილიარდი ევრო იშოვა.

საუკეთესო მაჩვენებელი ბუნებრივია ტურნირის გამარჯვებულ მადრიდის „რეალს“ აქვს, რომელმაც 88 654 მილიონი ევრო გამოიმუშავა. მეორეზე ადგილზე 83,802 მილიონით ნახევარფინალისტი „რომა“ გავიდა, ხოლო მესამეზეა – ფინალისტი „ლივერპული“ (81,283 მლნ.)

ჯგუფური ეტაპის მონაწილეებმა და იმ 10-მა კლუბმა, რომლებიც პლეი-ოფის სტადიიდან გამოვარდნენ, 1 412 000 000 ევრო მიიღეს.

2015-18 წლების კომერციულ ციკლში შემოსავლების განაწილების სქემის მიხედვით, სუფთა მოგება ევროთასების ჩატარებიდან ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის მონაწილეებს შორის ცენტრალიზებულად განაწილდა.

50 მლნ ევრო ერთმანეთში პლეი-ოფის მონაწილეებმაა გაინაწილეს. 10 გუნდი, რომლებმაც მოიგეს და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვდნენ, 2-2 მლნ ევრო მიიღეს. 10-მა გუნდმა, რომელმაც წააგო და ევროპა ლიგის პლეი-ოფში მოხვდა, 3-3 მლნ ევრო მიიღო.

თითოეულმა კლუბმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მონაწილეობისთვის მინიმუმ 12.7 მლნ ევრო მიიღო. გარდა ამისა, ჯგუფურ ეტაპზე მოგებისთვის (1.5 მლნ) და ფრისთვის (0.5 მლნ) ევრო ირიცხებოდა.

ფრისთვის განკუთვნილი ნახევარი მლნ ევრო, რომელიც თავისუფალი რჩებოდა, საერთო კალათში მიდიოდა, საიდანაც შემდეგ ჯგუფური ეტაპის ყველა მონაწილეზე მოგებების რიცხვის მიხედვით ნაწილდებოდა.

გარდა ამისა, კლუბები ყოველი წრის პლეი-ოფში გასვლისთვის იღებდნენ ფულს:

6 მლნ ევრო 1/8-ფინალში გასვლისთვის
6.5 მლნ ევრო 1/4-ფინალში გასვლისთვის
7.5 მლნ ევრო 1/2-ფინალში გასვლისთვის

ჯგუფური ეტაპის მონაწილეებმა დამატებით 89 მლნ ევრო პროპორციულად გაინაწილეს კლუბების შემოსავლების მიხედვით მთელი სეზონის განმავლობაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები