უეფამ ჩემპიონთა ლიგის 2015/16 წლების სეზონის საუკეთესო გოლი გამოავლინა. საუკეთესოდ მადრიდის “რეალის” თავდამსხმელის, კრისტიანო რონალდოს მიერ ტურნირის 1/8 ფინალში, “რომასთან” სტუმრად გამართულ შეხვედრაში გატანილი გოლი დაასახელეს. 17 თებერვალს ჩატარებული შეხვედრა “რეალმა” ანგარიშით 2:0 მოიგო. შეგახსენებთ,რომ რონალდომ გასულ სეზონში ჩატარებულ 12 მატჩში 16 გოლი გაიტანა.