LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უფფ, არაუშავს, ცხოვრება გაგრძელდება…თავს ვერ მოვიკლავ” – მურუსიძის პირველი კომენტარი დასანქცირებაზე

301
BeFunky-collage - 2023-04-05T212245.602

უფფ, არაუშავს, რა ვქნათ ახლა. ცხოვრება გაგრძელდება, – ასე ეხმაურება მოსამართლე ლევან მურუსიძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ, მისი და კიდევ რამდენიმე სასამართლო სისტემის წევრის დასანქცირებას.

როგორც მურუსიძე „მთავარ არხთან” სატელეფონო საუბარში აცხადებს, ამერიკაში ბაბუამისსაც არ უვლია, თუმცა ადამიანურად და კაცურად უცხოვრია.

„უფფ, არაუშავს, რა ვქნათ ახლა. ცხოვრება გაგრძელდება. არ მეკუთვნის დასანქცირება. რავიცი ახლა, თუ დამასანქცირებენ, თავს ხო არ მოვიკლავ ახლა, ხო? რა გავაკეთო. ძაან ცუდი იქნება ჩემთვის პირადად, მაგრამ გაგრძელდება ცხოვრება. თუმცა პირდაპირ გეტყვით, რომ არაფერი ისეთი მე არ ჩამიდენია, დასანქცირება რომ მეკუთვნოდეს, მაგრამ ნუ, რა ვქნათ ეხლა.

ლევან მურუსიძე ამას როგორმე გადაიტანს, თუმცა მიმაჩნია, რომ ეს არის ნამდვილად ძალიან დიდი უსამართლობა, მაგრამ ეხლა რომ ვთქვა, რომ მუხლები ამიკანკალდა და შემეშინდა და რაღაცა და რამე, არც ანგარიშები არა მაქვს მე არსად, პატიოსანი ცხოვრებით მიცხოვრია, კანონი მე არ დამირღვევია და თუ ეხლა ამერიკის შეერთებულ შტატებში ან ევროკავშირში არ შეგვიშვებენ, ეგრე ბაბუაჩემსაც არ უვლია და უცხოვრია კაცს ადამიანურად და გადაუტანია…

არავის არ უკითხავს, რატომ მიიღო სასამართლომ ესა თუ ის გადაწყვეტილებები, ხო? ხოდა, რომ ეკითხათ, ვთქვათ, რომ რატომ მიიღო სასამართლომ, შეიძლება, სასამართლოს ეთქვა თავისი არგუმენტი… კაცად დავიბადე, არც ჩემი ღირსება… მიმაჩნია, რომ არაფერი კანონსაწინააღმდეგო არ ჩამიდენია. მიცხოვრია ადამიანურად, კორუფციაში მე არა ვარ და ყოველთვის ვიღებდი იმ გადაწყვეტილებებს, რაც მიმაჩნდა სწორად და კანონიერად. ნუ, ეხლა, რა ვქნათ, რაც არის, ეს არის, რა”, – აცხადებს მურუსიძე.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს ასანქცირებს

magti 5g