LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უფრო მეტად გამოიხატება ცხელება, ასაკის მიუხედავად, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს ან განხორციელდეს ჰოსპიტალიზაცია: რატიანი “დელტა” შტამზე

4327
ლევან რატიანი

“პირველი, რაც ე.წ. “დელტა” შტამით ინფიცირების დროს, უფრო მეტად გამოიხატება, ეს არის ჰექტიური ცხელება. წინა ვირუსში, ჩვენი გამოცდილებით გვქონდა ცხელების ეპიზოდები, მაგრამ ეს იყო მ-5, მე-6, მე-7 დღეს, მაგრამ ამ შემთხვევაში ინფიცირების პირველ დღესვე შესაძლებელია გამოვლინდეს ტემპერატურის მატება.” – ვირუსის ახალ ვარიანტსა და მის სიმპტომებზე პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალურმა დირექტორმა ლევან რატიანმა “რუსთავი 2-ის” ეთერში ისაუბრა.

რატიანი ამბობს, რომ აღნიშნული სახეობა საფრთხის მომცემია და ის არ განსხვავდება კოვიდ-19-ის დაავადების სიმპტომატიკით.

მისივე თქმით, ერთადერთი განსხვავება არის ის, რომ თუ მანამდე აცხადებდნენ, რომ ვირუსი ასაკდამოკიდებულია და ქრონიკულ დაავადებასთან არის მჭიდრო კავშირში, ახლა ახალგაზრდა ასაკშიც ინფიცირდებიან და უვლინდებათ სიმპტომატიკა.

როგორც რატიანი აღნიშნავს, ცხელება ორგანიზმში გაუწყლოებას იწვევს და მსგავს შემთხვევაში, რა ასაკისაც უნდა იყოს ადამიანი, აუცილებლად უნდა მიმართოს ოჯახის ექიმს ან განხორციელდეს ჰოსპიტალიზაცია:

“აქედან გამომდინარე, მართლა საფრთხის მომცემია ეს სახეობა, რომელსაც ე.წ. ინდურ შტამს ვუწოდებთ. ის არ განსხვავდება კოვიდ-19-ის დაავადების სიმპტომატიკით.

ჩვენს ქვეყანაშიც არის დაფიქსირებული. მოხდა ვირუსის ამ სახეობის იდენტიფიცირება, არაფრით არ განსხვავდება წინა პერიოდში მოცირკულაციო კორონავირუსისაგან.

ერთადერთი განსხვავება ის არის, რომ თუ მანამდე ვიძახდით, რომ ვირუსი ასაკდამოკიდებულია და ქრონიკულ დაავადებასთან არის შეჭიდული, ახლა ახალგაზრდა ასაკშიც ინფიცირდებიან ადამიანები, უვლინდებათ სიმპტომატიკა.

პირველი, რაც უფრო მეტად გამოიხატება, ეს არის ჰექტიური ცხელება. წინა ვირუსში, ჩვენი გამოცდილებით გვქონდა ცხელების ეპიზოდები, მაგრამ ეს იყო მ-5, მე-6, მე-7 დღეს, მაგრამ ამ შემთხვევაში ინფიცირების პირველ დღესვე შესაძლებელია გამოვლინდეს ტემპერატურის მატება. უფრო მეტად არის ჰექტიური, ეს არის 38 გრადუსი და მეტი.

ცხელება იწვევს ორგანიზმში გაუწყლოებას და აღნიშნულიდან გამომდინარე, მსგავს შემთხვევაში, როგორი ასაკისაც არ უნდა იყოს ადამიანი, აუცილებლად უნდა მიმართოს ოჯახის ექიმს ან განხორციელდეს ჰოსპიტალიზაცია.

როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, გადამდებლობა ამ შტამს უფრო მეტი აქვს, ვიდრე წინა შტამს.” – თქვა ლევან რატიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g