პრინც უილიამისა და ქეით მიდლტონის რეზიდენციის, კენსინგტონის სასახლის თანამშრომლები გაფიცვით იმუქრებიან, რადგან მათ ნაწილს, შესაძლოა, რეორგანიზაციის გამო, ხელფასი შეუმცირონ. თანამშრომლები შიშობენ, რომ ყოველწლიური ხელფასი 5 ათას დოლარამდე შეუმცირდებათ.
ანაზღაურების შეკვეცა ემუქრებათ სალაროში მომუშავე ადამიანებს, ამასთან – პერსონალს, რომელიც ვიზიტორების ექსკურსიას უძღვებიან. ხელმძღვანელი პირები ამბობენ, რომ სამუშაო დღე მცირდება და შესაბამისად – ხელფასიც.
სასახლის წარმომადგენელის თქმით, ცვლილებები წლის განმავლობაში განხორციელდება, ამჟამად კი მოლაპარაკებებს პროფკავშირებთან მართავენ
„ძალიან ვაფასებთ ჩვენს თანამშრომლებს და იმედი გვაქვს, შევთანხმდებით,“ – განაცხადა მან.
არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით, ჯერ-ჯერობით, უილიამსა და ქეითს კომენტარი არ გაუკეთებიათ.