42 წლის ასაკში გარდაცვლილი მსახიობი, რეჟისორი და დრამატურგი, ოთო ქათამაძე დღეს დაკრძალეს.
„გაფრინდა, მშვიდობით მეგობარო….“ – ბათუმელი რეჟისორი და მსახიობი, ოთო ქათამაძე გარდაიცვალა
ბათუმელი რეჟისორი და მსახიობი, ოთო ქათამაძე გარდაიცვალა.
რეჟისორსა და მსახიობს, რომელიც 24 აგვისტოს გარდაიცვალა კოლეგები, მეგობრები და ოჯახის წევრები დაემშვიდობნენ.
უდროოდ გარდაცვლილი, უნიჭიერესი ახალგაზრდა, ბათუმის დრამატულ თეატრში იყო დასვენებული.
მის ხსოვნას კოლეგებმა უკანასკნელი ტაშით მიაგეს პატივი.
„ოთიას ბოლო გზა – სცენიდან უსასრულობაში!“ – წერს სოციალურ ქსელში მსახიობი და ტელეწამყვანი გიორგი გასვიანი და თეატრიდან, სადაც გარდაცვლილ რეჟისორისა და მსახიობს პატივი მიაგეს, ვიდეოს ავრცელებს.
💔 ოთიას ბოლო გზა – სცენიდან უსასრულობაში!
Posted by Giorgi Gasviani on ხუთშაბათი, 28 აგვისტო, 2025
„როგორი რთულია უშენობა, როგორ ყველას უყვარდი – ოთია“, – წერს სოციალურ ქსელში გიორგი ყაულაშვილი.
„უკანასკნელი ტაში. ოთია 2025წ.“ – წერს ბათუმის დრამატული თეატრი და სოციალურ ქსელში ემოციურ კადრებს ავრცელებს.
უკანასკნელი ტაში. ოთია 2025წ.
Posted by ბათუმის დრამატული თეატრი • Batumi Drama Theatre on ხუთშაბათი, 28 აგვისტო, 2025