„ვენეციის კინოფესტივალის“ წითელ ხალიჩაზე ვარსკვლავების გამოჩენას მცირე, სახალისო უხერხული სიტუაციის გარეშე არ ჩაუვლია.
ფოტოობიექტივის წინაშე მოხვდნენ ჯულია რობერტსი და ამანდა სეიფრიდი, რომლებიც წითელ ხალიჩაზე ერთნაირი „ვერსაჩეს“ „ლუქებით“ გამოჩნდნენ.
ეს გახლდათ მუქი ლურჯი ჯინსის შარვალი, პასტელურ ფერებში გადაწყვეტილი პერანგი და ლურჯი პიჯაკი. მათ „ლუქებს“ შორის მხოლოდ ერთი განსხვავება იყო, ფეხსაცმელი. 57 წლის ჯულიას დახურული ფეხსაცმელი ეცვა, 39 წლის ამანდას კი ღია.
აღსანიშნავია, რომ იდენტური „ლუქებით“ მსახიობები რამდენიმე დღიანი შუალედით გამოჩნდნენ. პირველად „ვერსაჩეს“„ლუქი“ ჯულიამ, 29 აგვისტოს მოირგო, ამანდამ კი 1-ელ სექტემბერს.
წითურთმიანი ლამაზმანის გარდასახვა – 57 წლის ჯულია რობერტსი ახალ ფილმში მონაწილეობს – პირველი კადრები
ჯულია რობერტსი ფეხბურთის ფანია – მატჩზე ლამაზმანი სიმბოლური პიჯაკით მივიდა



