LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უკიდურესად მომეშალა ნერვები, ძალიან ცუდი რამ ხდება ე.წ. პარლამენტში”

298
aDA

„პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელს ადა მარშანიას პარლამენტში „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონპროექტის განხილვისას ნერვები მოეშალა. ამის შესახებ მან თავად განაცხადა.

მარშანია ამბობს, რომ ახალი კოდექსი საშინელია და ამით ბავშვები გადაგვარების გზაზე დადგებიან.

„ნერვები მომეშალა უკიდურესად. მივმართავ საქართველოს მოსახლეობას, რომ ძალიან ცუდი რამ ხდება ე.წ. საქართველოს პარლამენტში. ეს მართლა არ არის საქართველოს პარლამენტი. დღეს მეასეჯერ დავრწმუნდი ამაში.

აქ ხდება მანიპულირება ტერმინოლოგიით და საშინელ ბავშვთა კოდექსს მიიღებს მალე საქართველო ამ პარლამენტის წყალობით, სადაც თავდაყირაა ყველაფერი დაყენებული. ჩვენი იდენტობა, ეროვნული ფასეულობები, ისტორია, გმირების თავდადებული ბრძოლა, ყველაფერი თავდაყირაა დაყენებული. ბავშვების გადაგვარების გზაზე გინდათ დააყენოთ ქვეყანა. არ გამოგივათ ეს ამბავი,“ – განაცხადა ადა მარშანიამ.

 

 

ცვლილებების ავტორები განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გენადი მარგველაშვილი და წევრი ნუკრი ქანთარია არიან. დღეს მოქმედი კანონის მე-3 მუხლი ზოგადი განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიზნებს ადგენს. კანონპროექტში კი აღნიშნულია, რომ ამ მუხლით განსაზღვრული მიზნები „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის მოთხოვნებსა და სულისკვეთებას არ შეესაბამება.

დღეს ამ კანონპროექტს პირველი მოსმენით პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები