LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინა ბელარუსთან საჰაერო მიმოსვლის შეწყვეტას აპირებს

91
ზელენსკი-768x512-620x330

უკრაინის პრეზიდენტმა შესაბამის უწყებებს დაავალა, რომ ბელარუსთან ავიამიმოსვლა შეაჩერონ.

გადაწყვეტილება მინსკის ინციდენტს უკავშირდება. პრეზიდენტის ოფისის განცხადებით, ზელენკიმ პრემიერმინისტრთან, მინისტრებთან და უსაფრთხოების სამსახურთან ერთად მინსკში Ryanair-ის თვითმფრინავის დაშვება განიხილა, რის შემდეგაც ჟურნალისტი დააკავეს.

გავრცელებული ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი, დენის შმიგალი ამ საკითხს ხვალ მთავრობის სხდომაზე დააყენებს და სავარაუდოდ, სწორედ ხვალ გახდება ცნობილი, როდიდან შეაჩერებს უკრაინა ბელარუსთან ავიამიმოსვლას.

შეგახსენებთ, 23 მაისს მინსკის მოთხოვნით ათენიდან ვილნიუსში მიმავალი „რაინეარის“ ავიალაინერი ბელარუსის დედაქალაქის აეროპორტში დასვეს.

ბელარუსმა დისპეჩერებმა შეატყობინეს ირლანდიური ავიაკომპანიის ეკიპაჟს მათ ბორტზე არსებული ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ. მინსკში დაჯდომის შემდეგ, ბელარუსელმა სამართალდამცველებმა დააკავეს დამოუკიდებელი ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები