სიერა-ლეონეს დროშის ქვეშ მცურავმა გემმა „რაზონი“, რომელიც 26 ათასი ტონა მარცვლეულით არის დატვირთული, ოდესის პორტი დატოვა. გემი ლიბანის მიმართულებით გაემგზავრა. ეს მარცვლეულით დატვირთული პირველი გემია, რომელმაც უკრაინის პორტი კრემლის მიერ წამოწყებული ომის შემდეგ დატოვა. ინფორმაციას უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი ავრცელებს.
„უკრაინამ, ჩვენს პარტნიორებთან ერთად, დღეს გადადგა მორიგი ნაბიჯი მსოფლიო შიმშილის შესაჩერებლად“, – განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა ალექსანდრ კუბრაკოვმა.
კუბრაკოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინამ გააკეთა ყველაფერი პორტების აღსადგენად. მისივე თქმით, პორტებზე ბლოკადის მოხსნა ქვეყნის ეკონომიკას 1 მილიარდი დოლარის ოდენობის მოგებას მოუტანს.