უკრაინამ, საკვების დეფიციტის რისკის გამო, ზოგიერთი საკვები პროდუქტის ექსპორტი შეაჩერა.
უკრაინის მთავრობის ინფორმაციით, შეჩერდება: ხორცის, ჭვავის, შვრიის, წიწიბურის, შაქრის, ფეტვისა და მარილის ექსპორტი. ხორბლის, სიმინდის, ფრინველის, კვერცხისა და ზეთის ექსპორტი კი დაიშვება მხოლოდ ეკონომიკის სამინისტროს ნებართვით.
არსებული ინფორმაციით, უკრაინის მასშტაბით, სუპერმარკეტებში პროდუქციის ნაკლებობაა.