უკრაინაში 497 000 ლარის ღირებულების 328 გენერატორს ვაგზავნით, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში გიორგი რურუა ავრცელებს.
რურუამ ტვირთის გაგზავნის დღეს, ხალხს წერეთლის 114-ში, 13:00-ზე, კოკა-კოლას ყოფილ ქარხანაში მისვლისა და უკრაინისადმი მხარდაჭერის გამოხატვისკენ მოუწოდა.
“გაბარებთ ანგარიშს:
ვაგზავნით 497 000 ლარის ღირებულების 328 გენერატორს -ჯამში 1,6 მეგავატი.
მეგობრებო, ხვალ გთხოვთ მობრძანდეთ წერეთლის 114-ში, 13:00 -ზე კოკა-კოლას ყოფილ ქარხანაში. ვტვირთავთ და ვაგზავნით ჰუმანიტარულ ტვირთს – გენერატორებს, დაგვჭირდება თქვენი დახმარება.
აქციის მონაწილეებს და უკრაინის მომხრეებს გთხოვთ მობრძანდეთ ოჯახის წევრებთან, ბავშვებთან ან მეგობრებთან ერთად და გამოვხატოთ მხარდაჭერა მამაცი უკრაინელი ხალხის მიმართ!
ადგილზე დაგხვდებათ სტიკერები და ერთად გავალამაზოთ ჰუმანიტარული ტვირთის ყუთები
დიდება საქართველოს
დიდება უკრაინას
დიდება გმირებს”, – წერს სოციალურ ქსელში გიორგი რურუა.
ამავე თემაზე:
გიორგი რურუამ, ანზორ მელიამ, სალომე სამადაშვილმა, დავით ბაქრაძემ მოშიმშილეები მოინახულეს