უკრაინაში აშშ-ის საელჩო განცხადებას ავრცელებს. სახელმწიფო დეპარტამენტი აშშ-ის მოქალაქეებს კვლავ ურჩევს, რუსეთის მხრიდან გაზრდილი საფრთხეების გამო, უკრაინაში გამგზავრების გეგმებს გადახედონ.
როგორც განცხადებაში წერია, უკრაინის საზღვრებთან და ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის უჩვეულო სამხედრო აქტივობების შესახებ შემაშფოთებელი ცნობების მიღება გრძელდება და აშშ-ის მოქალაქეებს ახსენებენ, რომ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გარემოებები შეიძლება, გაფრთხილების გარეშე შეიცვალოს.
„უკრაინის საზღვრებთან და ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის უჩვეულო სამხედრო აქტივობების შესახებ შემაშფოთებელი ცნობების მიღება გრძელდება და აშშ-ის მოქალაქეებს შევახსენებთ, რომ უსაფრთხოების პირობები მცირე ან ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე შეიძლება შეიცვალოს. უკრაინაში მყოფმა აშშ-ის მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რომ რუსეთის სამხედრო ქმედება უკრაინაში ნებისმიერ ადგილას სერიოზულ გავლენას მოახდენს აშშ-ის საელჩოს შესაძლებლობაზე, უზრუნველყოს საკონსულო მომსახურება, მათ შორის დაეხმაროს აშშ-ის მოქალაქეებს ქვეყნიდან გამგზავრებაში“, – ნათქვამია განცხადებაში.