LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი ბერდია ჯოხაძე სამშობლოში ჩამოასვენეს

174
BeFunky-collage

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი, ბერდია ჯოხაძე სამშობლოში ჩამოასვენეს. სამოქალაქო პანაშვიდი ქაშუეთის ეკლესიაში მიმდინარეობს.

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი დაიღუპა – რას წერს ბერდია ჯოხაძის და

პანაშვიდს საქართველოში უკრაინის საელჩოს სამხედრო ატაშე, გენერალ-მაიორი სერგეი კრავჩუკი ესწრება.

“სამწუხაროდ, ომი გრძელდება. ჩვენი გმირები, ჩვენი დამცველები როგორც უკრაინის, ისე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და თავისუფლების დასაცავად იღუპებიან.

რუსეთის მხრიდან განცხადებები არაერთხელ მოგვისმენია, რომ უკრაინის შემდეგ ისინი საქართველოს მიუბრუნდებიან. თუკი ამ აგრესიას უკრაინაში ბოლოს არ მოვუღებთ, ის მთელ მსოფლიოში გავრცელდება,” – განაცხადა კრავჩუკმა.

შეგახსენებთ, 24 თებერვლის შემდეგ, უკრაინაში მიმდინარე ომში 18 ქართველი მებრძოლი დაიღუპა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები