LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინაში დაკავებული საქართველოს მოქალაქე, თბილისში ჩადენილი მკვლელობის საქმეზე იძებნებოდა

185
1564735537-od-inozemets

უკრაინაში სამართალდამცველებმა საქართველოს მოქალაქე დააკავეს, რომელმაც გამოძიების ინფორმაციით, რამდენიმე წლის წინ საქართველოში მკვლელობა ჩაიდინა. უკრაინის ერონული პოლიციის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბრალდებულს რვა წლის განმავლობაში საერთაშორისო მასშტაბით ეძებდნენ.

პოლიციის ინფორმაციითვე, ბრალდებული ოდესის ოლქის ტერიტორიაზე ყალბი პასპორტით იმყოფებოდა. ის სპეცრაზმის დახმარებით დააკავეს.

ოდესაში ჩატარებული ოპერაციის შემდეგ პრიმორსკის სასამართლომ მისი 40 დღით დაკავების გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნულ პერიოდში საქართველოს მოქალაქის ექსტრადირების საკითხი უნდა გადაწყდეს.

35 წლის მამაკაცს, რომლის სახელ და გვარს უკრაინის ნაციონალური პოლიცია არ ასახელებს,  საქართველოს პოლიცია 2005 წელს, თბილისში ცეცხლსასროლი იარაღით მკვლელობის საქმეზე ეძებს. 2011 წელს მისი სახელი და გვარი ინტერპოლსაც გადაეცა.

 

magti 5g