LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინაში IRI-ის მიერ გამოკითხულთა 17% ფიქრობს, რომ საქართველომ გაუწია მხარდაჭერა უკრაინას 

98
IRIuriaka

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI)-ის უკრაინაში ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, რუსეთის სამხედრო აგრესიის კონტექსტში უკრაინის მხარდაჭერის მიხედვით, საქართველო პოლონეთთან, დიდ ბრიტანეთთან და აშშ-სთან ერთად, პირველ ოთხეულშია.

​კითხვაზე, თქვენი აზრით, რომელმა ქვეყნებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა გაუწიეს მხარდაჭერა უკრაინას რუსეთის სამხედრო აგრესიის კონტექსტში, გამოკითხულთა 67% მიიჩნევს, რომ პოლონეთმა, 56% აცხადებს, რომ დიდმა ბრიტანეთმა, 54% პროცენტი აშშ-ს ასახელებს, ხოლო 17% ფიქრობს, რომ საქართველომ. ამასთან, გამოკითხულთა 8% მიიჩნევს, რომ კანადამ, შვიდ-შვიდი პროცენტი ასახელებს რუმინეთსა და საფრანგეთს, ხოლო 4 პროცენტი ფიქრობს, რომ ლიეტუვამ.

IRI-ის კვლევა უკრაინის მასშტაბით, 30 მარტიდან 12 აპრილის დროის პერიოდში ჩატარდა (გარდა ოკუპორებული ტერიტორიებისა – ყირიმის, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებისა). საერთო ჯამში მასში მონაწილეობა მიიღო 20 001-მა 18 წლისა და 18 წელს გადაცილებულმა ადამიანმა. კვლევა ძირითად სატელეფონო იყო. კვლევის ცდომილება 2 პროცენტს შეადგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g