LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინაში ომის შეწყვეტას კიდევ ერთი რუსი ოლიგაქრი ითხოვს

191
exclusive-world-faces-food-crisis-due-to-ukraine-war-russia-s-fertiliser-and-coal-king-says

უკრაინის ომის შეწყვეტას კიდევ ერთი რუსი ოლიგარქი, ანდრეი მელნიჩენკო მოითხოვს, რომელიც ამ თემაზე ექსკლუზიურად სააგენტო Reuters-ს ესაუბრა.

როგორც ანდრეი მელნიჩენკო ამბობს, უკრაინის ომი არის ტრაგედია, რომელიც უნდა შეწყდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, იქნება გლობალური სასურსათო კრიზისი. „ომმა უკვე გამოიწვია სასუქებზე ფასების ზრდა და ისინი ფერმერებისთვის ხელმისაწვდომი აღარ არის. ეს ევროპაში სურსათის კიდევ უფრო მაღალ ინფლაციას, ხოლო მსოფლიოს ყველაზე ღარიბ ქვეყნებში სურსათის ნაკლებობას გამოიწვევს,” – აცხადებს რუსი ოლიგარქი.

აღსანიშნავია, რომ Reuters ანდრეი მელნიჩენკოს „რუსეთის ქვანახშირისა და სასუქების მეფედ“ მოიხსენიებს. ანდრეი მელნიჩენკო რუსეთის ამონიუმის ნიტრატის უმსხვილესი საწარმო Uralchem-ის დამაარსებელია, გარდა ამისა, ის რუსეთის ქვანახშირის უმსხვილესი საწარმო SUEK-ის მფლობელია. სანქციების ქვეშ მოქცევის შემდეგ, ოლიგარქმა კომპანიების დირექტორთა საბჭოები დატოვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g