LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინელებმა ხერსონთან ახლოს 4 სოფელი გაათავისუფლეს – გაქცევით ხო გარბიან რუსები, მაგრამ ვინც არ გარბის, შტაპელებათ ბარდებიან ჩვენებს! სიცოცხლე ტკბილია: ბუკა პეტრიაშვილი

132
ბუკა პეტრიაშვილი

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილი სოციალურ ქსელში უკრაინაში, კერძოდ, ხერსონის ოლქის მიმდებარედ არსებულ ვითარებაზე წერს.

უკრაინელებმა ხერსონთან ახლოს 4 სოფელი რუსი ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს

„აბა დილა მშვიდობისა ჩემო მეგობრებო! #ბუკადეილი სიხარულით გატყობინებთ, რომ:

– სიენენზე დაყრდნობით, რომელიც თავის მხრივ უკრაინულ სანდო წყაროებზე დაყრდნობით აცხადებს, უკრაინელებმა ხერსონის მიმართულებით დაწყებული კონტრიერიშის ფარგლებში გაათავისუფლეს 4 დასახლებული პუნქტი: ნოვოდმიტროვკა, არხანგელსკოე, ტომინა ბალკა და პრავდინო!

– გაანადგურეს ურდოს მიერ სიმწრით აშენებული ბარჟა და საბოლოოდ მოანგრიეს ამ დილით ანტონოვის ხიდით!

ასე რომ ანტონოვი საცალფეხო ხიდიაო, ამასც კი ვეღარ წაიკნავლებენ ატირებული ურდოსები! გუშინ კიდევ აიწია ცაში ბერისლავის რაიონში ურდოს სამხედრო შეიარაღების საწყობი! საათების განმავლობაში გრძელდებოდა აფეთქებები! ჩვენებს კიდევ იმდენი აქვთ რაკეტები და შეიარაღება, რომ საწყობების და ინფრასტრუქტურის გარდა უკვე ცოცხალ ძალასაც მაგით ანადგურებენ! თავად ურდოსები მოთქვამენ ამის შესახებ ვიდეოებში და ტელეგრამ არხებზე!

უკრაინა ხერსონში შეტევაზე გადავიდა…6 თვის თავზე, უნიტაზის მათხოვარი ველურების ურდო გარბის ან სანგრებში იმალება წივილ-კივილით: ზურაბ ჯაფარიძე

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ გაქცევით ხო გარბიან, მაგრამ ვინც არ გარბის, შტაპელებათ ბარდებიან ჩვენებს! სიცოცხლე ტკბილია! უკრაინის “პლენში” ყოფნა ურჩევნიათ აშკარად! კარგია: რაც მეტს ჩავაბარებთ, მით მეტი ჩვენიანი სახლში დაბრუნდება! ვინც არ ჩაბარდება და კობზონის მდელო დიდია, შიგ ჟირინა ჰკიდია! პუტლერ/პუილოს დროც მალე მოვა!

ჩემზე მეტად რომ არავის უნდა ცხელ-ცხელი მაგარი ამბებით თქვენი გახარებათ, იცით კარგად, მაგრამ ვითვალისწინებთ ჩვენი ძმების ოფიციალურ თხოვნას და ველოდებით მათ ოფიციალურ დადასტურებებს ჩვენების წარმატებების შესახებ! არადა როგორ გინდა არ დაწერო, რომ უკვე თავად ქალაქ ხერსონის შემოგარენში მიდის ბრძოლები და ისმის სროლები! მიაწვა ბოლომდეეე!

– გუშინ ისე გაგვიხარდა კონტრიერიშის ამბები, რომ გერმანიის კანცლერ შოლცის სერიოზული გამოსვლა პრაღაში გადაიფარა! არადა ბევრი მაგარი რამე თქვა შოლცმა: დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები უნდა გახდნენ ევროკავშირის წევრები და ევროკავშირი უნდა გაფართოვდეს უკრაინის, მოლდოვას და საქართველოს მიმართულებით! შარშან ამ დროს ეს რომ ვინმეს ეთქვა, ჩემი ყურით მოვისმინეო, ვურჩევდი ექიმისთვის მიემართა! ისტორიული მომენტია მსოფლიოში! კიდევ უფრო წარმოუდგენელი და დაუჯერებელი იქნებოდა, რომ გერმანიის კანცლერი იტყოდა 2022 წლის 29 აგვისტოს, რამდენიც საჭირო იქნება, იმდენს დავეხმარებით უკრაინას შეიარაღებითო! ჰალელუია!

სანდო წყაროები უბნობენ, რომ 2-ჯერ ჰაიმარსები – სუპერ ნასამსები და გერმანული ირისები უკვე უკრაინაშია!

ამასობაში ეს რუსული ს-300 ები ნადგურდება და ნადგურდება ყოველ დღე!

გუშინ ოფიციალურად ჩამოუვიდათ ჩვენებს სლოვაკური მიგ-29-ები! ჰაიტ, დაგაჯდათ ურდოსებს სიკვდილის ბუზი!

8 ოქტომბერს აშშ-ს თავდაცვის მდივანმა რამშტეინის ბაზაზე მორიგი შეხვედრა ჩანიშნა! 1 თვეზე მეტია იქამდე! წარმოგიდგენიათ ალბათ ხო, ფრონტზე პროგრესის მიღწევის მერე, რა შეიარაღება დაიდება იქ ჩვენებისთვის! რა მაპი, რის მაპი, უკრაინა უკვე ნატო-ს შეიარაღებით ებრძვის საბჭოთა ჯართს, მაგრამ მთავარია თვითონ შეიარაღებული ძალები და ქვეყანა – უკრაინა ნატო-ში შევა! საქართველო ნატო-ში შევა! ჩვენს კუთვნილ ადგილებს დავიკავებთ ნატო-ს შტაბ-ბინაში ბრიუსელში! მაგ დროისთვის პუტლერი და მისი ხროვა ან განადგურებული იქნება ან სასამართლოს წინაშე იქნება წარმდგარი! ვისაც გჯერათ, გამომყევით! მაგ დღეს ალბათ ვერ მოესწრება პუტლერის ირმების მეჯოგე შოიგუ! როგორც ჰამბობენ, უკვე თავი მოჩრა! :)))))) ჰყავდეს ახლა გადამალული ჩა…რილი მინისტრი და გენ.შტაბის უფროსი!

უკრაინაში ჩავიდა ატომური ენერგიის სააგენტოს მისია! დამპალი ურდო ურტყამს ზაპოროჟეს ატომური სადგურის უშუალო საიხლოვეს – ერთი ჭურვი 2 რეაქტორს შორისაც კი ჩავარდა! მერე პუტლერის ულვაშა პესკოვი გამოდის და ჩვენ ვერავითარ გარანტიას ვერ ვაძლევთ მისიასო! ჩვეულებრივი ტერორისტი/შანტაჟისტები არიან ტიპები! მაინც არაფერი გამოუვათ!

აღმოსავლეთ ფრონტზე ცვლილებების გარეშეა! ჩვენები მაგრად დგანან! რაც პატარაზე წამოიწიენ წინ, ისიც უკან დაიბრუნეს ჩვენებმა!

უკრაინა გაიმარჯვებს – საქართველო გაიმარჯვებს!

დიდება უკრაინას!

დიდება გმირებს!

დიდება ერს!

სიკვდილი მტერს!“, – წერს ბუკა პეტრიაშვილი სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g