LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინელი ჟურნალისტები რუსეთის მუნდიალზე არ იქნებიან

42

უკრაინის ფეხბურთის ფედერაციამ უკრაინელ ჟურნალისტებს მათი უსაფრთხოების დაცვის მიზნით მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის მატჩების აკრედიტაციების გაცემაზე უარი განუცხადა.

კონფედერაციის თასთან შედარებით მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ფიფამ ყველა ზომა გაამკაცრა, მათ შორის ჟურნალისტებისაც. ყველა მედიასაშუალება აკრედიტაციას საკუთარი ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციასთან შეთანხმებით მიიღებს.

უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის პრეს-სამსახურის წარმომადგენლებმა თავიდან ადგილობრივ ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ 31 იანვრამდე აკრედიტაციებს გასცემდნენ, თუმცა ბოლოს გაირკვა,რომ მსოფლიოს ჩემპიონატი მათ გარეშე ჩაივლის. ფედერაციაში ამ ფაქტს იმით ხსნიან, რომ უკრაინელი ჟურნალისტებისათვის რუსეთში გასამართ ტურნირზე დასწრება უსაფრთხო არ იქნება.

უკრაინის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა და შესაბამისად, ფინალურ ეტაპზე ვერ მოხვდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები