უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, „უკრაინელმა სამხედროებმა ოკუპაციისგან სამი დასახლება გაათავისუფლეს“.
მისივე თქმით, 42-ე ცალკეული მოტოქვეითი ბატალიონი მოქმედებების შედეგად ქვეყნის სამხრეთით ორი დასახლება გათავისუფლდა.
„მინდა, მადლობა გადავუხადო ტერიტორიული თავდაცვის 103-ე ბრიგადის 63-ე ბატალიონის მეომრებს, რომლებმაც შედეგი უზრუნველყვეს დონეცკის ოლქში: დასახლება გათავისუფლდა. ლისიჩანსკ-სივერსკის მიმართულებით 54-ე ბრიგადამაც კარგი ნაბიჯები გადადგა, წინ წაიწია და გარკვეული სიმაღლეები დაიბრუნა. ჩვენ გავათავისუფლებთ მთელ ჩვენს ტერიტორიას, მთელ ჩვენს ხალხს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.