ოდესის სამხედრო ადმინისტრაციის სპიკერი სერგეი ბრატჩუკის ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა ოკუპანტების 5 სამხედრო საწყობი, რამდენიმე ბაზა და შტაბი გაანადგურეს.
„რუსების საბრძოლო მასალების საწყობები განადგურდა ალჩევსკში, სკადოვსკში, ხერსონისა და ბერისლავსკის რაიონებში, ასევე ზაპოროჟიეში – კერძოდ, ტოკმაკსკის რაიონში. უკრაინელებმა ცეცხლი გაუხსნეს რუსების ბაზას სკადოვსკის რაიონში, გაანადგურეს შტაბი სნიგირევსკის რაიონში და სამეთაურო პუნქტი ბერისლავის რაიონში“, – აცხადებს ბრატჩუკი.