LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინიდან, ომის წინ, შემოვიდა კონტრაბანდული პროდუქტი სააკაშვილის სახით: ირაკლი კობახიძე

358
ირაკლი კობახიძე სიცილი

უკრაინიდან შემოვიდა კონტრაბანდული პროდუქტი საქართველოში სააკაშვილის სახით ომის წინ , – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე სიტყვებით, “სამწუხაროდ, ეს არის ძალიან მძიმე მოვლენა და როგორ გადმოკვეთა ამ კონტრაბანდულმა პროდუქტმა უკრაინის საზღვარი, ეს შეგიძლიათ მოიკითხოთ” – აღნიშნული განცხადება “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ინფორმაციაზე, ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ გააკეთა.

რაც შეეხება უკრაინის მხარის ბრალდებას, კობახიძის თქმით, ბრალდების დამტკიცება და არ დამტკიცება არის უკრაინის ხელისუფლების პასუხისმგებლობა და უკრაინამ თავად უნდა დაადგინოს ეს.

“უკრაინის ხელისუფლებამ უნდა წარმოადგინოს წყარო და მტკიცებულება. ეს არის აბსურდი და ამის მტკიცებულების წარმოდგენა ვერ მოხდება” – აცხადებს კობახიძე

შეგახსენებთ, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, „საერთაშორისო სანქციების დაწესების გამო, რუსეთის ფედერაცია მოკლებულია სამხედრო, ორმაგი დანიშნულებისა და სამოქალაქო საქონლის მიწოდების შესაძლებლობას. სანქციების გვერდის ავლის მიზნით, რუსი აგენტები აყალიბებენ კონტრაბანდის არხებს, რომლებიც გადის კერძოდ საქართველოს ტერიტორიაზე.

მოგვიანებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ აღნიშნული ინფორმაციის ჭეშმარიტება უარყო და განცხადება “ფეისბუქზე” გამოაქვეყნა.

“საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ეხმაურება უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოსა და უკრაინის ვიცე-პრემიერის, ირინა ვერეშჩუკის განცხადებებს, თითქოს საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობა შეთანხმებულია რუსეთთან საქართველოს გავლით სანქცირებული პროდუქტების კონტრაბანდის სახით შეტანაზე და აცხადებს, რომ ეს არის ყოვლად დაუსაბუთებელი და აბსურდული ბრალდება”

 

 

magti 5g