უკრაინის თავდაცვის მინისტრი ქვეყანაში არსებულ საომარ ვითარებას აფასებს და აცხადებს, რომ ახლა უკრაინა ომის კრიტიკულ ფაზას გადის.
ალექსეი რეზნიკოვის განცხადებით, ქვეყანას არ აქვს საკმარისი იარაღი, რათა მტერს უკან დაახევინონ:
“ახლა უკრაინა ომის კრიტიკულ ფაზას გადის. ჩვენ გვაქვს ძალიან სისხლიანი ბრძოლები აღმოსავლეთში. არ გვაქვს საკმარისი მძიმე იარაღი მტრის უკან დასახევად. ამიტომ, არც ერთი წუთით არ ვჩერდებით”, – წერს მინისტრი.
რეზნიკოვი აღნიშნავს, რომ წინააღმდეგობის ყოველი დღე ქვეყანაში აძლიერებს ნდობას, რომ უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებს.
თავდაცვის მინისტრის განცხადებითვე, ორ კვირაში იგეგმება უკრაინის დახმარების საკოორდინაციო და საკონსულტაციო ჯგუფის მესამე შეხვედრა რამშტეინის ფორმატში.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში