LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინის მთავარსარდალმა ზალუჟნიმ ამერიკელისგან მილიონი დოლარის მემკვიდრეობა მიიღო და თანხა მთლიანად ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს გადასცა

150
ვალერი ზალუჟნი

„უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ ამერიკელი გრეგორი სტეპანეცისგან მილიონი დოლარის მემკვიდრეობა მიიღო“ –  წერს The New York Times სტეპანეცის ოჯახზე დაყრდნობით.

New York Times არ აკონკრეტებს, იცნობდა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ამერიკელს, თუ მათ ნათესაური კავშირი ჰქონდათ.

„ზალუჟნიმ მიღებული მემკვიდრეობა უკრაინის არმიის საჭიროებისთვის გადასცა“, – დასძენს გამოცემა სტეპანეცის ოჯახსა და უკრაინის შეიარაღებული ძალების პრესსამსახურზე მითითებით.

ზელენსკი: ომის დაწყებიდან ზუსტად 11 თვე გავიდა.. რთული ვითარებაა დონბასის ოლქში, ოკუპანტებმა დამატებით რაზმები შემოიყვანეს, უკრაინა სისუსტეს არ გამოავლენს

„330 დღეა მედგრად ვიბრძვით უკრაინის გასამარჯვებლად. ეს არის ომი თავისუფლებისთვის. ყველაფერს ვიზამთ, ყველა გამოწვევას ვუპასუხებთ და გავიმარჯვებთ.“

The New York Times-ის თანახმად, 2022 წელს უკრაინის ეროვნულმა ბანკმა შეაგროვა 500 მილიონ დოლარზე მეტი შემოწირულება უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის ბიზნესისა და ფიზიკური პირებისგან; დაახლოებით 20 მილიონი დოლარი ჰუმანიტარული დახმარების შემოწირულება იყო.

„მსხვილმა კერძო ინიციატივებმა უკრაინის არმიის მხარდასაჭერად ფულის შეგროვების მიზნით – Come Back Alive Foundation და Serhiy Prytula Foundation – ჯამში 200 მილიონ დოლარზე მეტი შემოწირულებები მიიღეს.“– წერს The New York Times.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g