LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინის მთავრობას თებერვლის ბოლოსთვის სამშვიდობო სამიტის გამართვა სურს: დმიტრო კულება

123
1622064492-კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის დმიტრო კულებას განცხადებით, უკრაინის მთავრობას თებერვლის ბოლოსთვის სამშვიდობო სამიტის გამართვა სურს. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა Associated Press-ს განუცხადა, სამშვიდობო სამიტი სავარაუდოდ, გაეროში, გენერალური მდივნის ანტონიო გუტერეშის შესაძლო შუამავლობით გაიმართება.

მისივე თქმით, უკრაინა ომის მოსაგებად ყველაფერს გააკეთებს.

„ყოველი ომი დიპლომატიური გზით მთავრდება. ყოველი ომი ბრძოლის ველსა და მოლაპარაკების მაგიდასთან განხორციელებული ქმედებების შედეგად მთავრდება“, – აღნიშნა კულებამ.

ამასთან, უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა Associated Press-ს განუცხადა, რომ ის „აბსოლუტურად კმაყოფილია“ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის შედეგებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები