ირპინში, ოკუპანტების მიერ დაბომბვის შედეგად, ცნობილი უკრაინელი მსახიობი პაშა ლი გარდაიცვალა.
მსახიობი ირპინში მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციაში იღებდა მონაწილეობას, რა დროსაც ოკუპანტებმა ცეცხლი გახსნეს.
ორი დღის წინ არტისტმა Instagram-ზე უკანასკნელი პოსტიც გამოაქვეყნა.
“უკანასკნელ 48 საათში ჭამისა და ფოტოს გამოქვეყნების საშუალება მოგვეცა, თუ როგორ გვბომბავენ, ჩვენ კი ვიღიმით, რადგან ჩვენ ამას გავუმკლავდებით და უკრაინისთვის ყველაფერი კარგად იქნება! ჩვენ ამისთვის ვმუშაობთ!” – წერდა მსახიობი Instagram-ზე.
