უკრაინის საგარეო უწყება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
უწყება საქართველოს ხელისუფლებას, მისი სასჯელის გადავადებისა და საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანისკენ მოუწოდებს.
“თუ ჩავთვლით უკრაინის მოქალაქის კრიტიკულ მდგომარეობას, მოვუწოდებთ ქართულ მხარეს მისთვის სათანადო სამედიცინო დახმარება უზრუნველყოს, ასევე, დააკმაყოფილოს შუამდგომლობა მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების თაობაზე შემდგომი მკურნალობის, გადაყვანის მიზნით ევროპის ან ამერიკის რომელიმე კლინიკაში”, – ვკითხულობთ განცხადებაში.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე მოუწოდებს ქართულ მხარეს, უზრუნველყოს უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისრის, დმიტრი ლუბინეცის სააკაშვილისადმი წვდომა.
“უკრაინა მომავალშიც დაუთმობს განსაკუთრებულ ყურადღებას უკრაინის მოქალაქეების კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვას, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებიან, მათ შორის უკრაინის მოქალაქე მიხელ სააკაშვილისას, რომელიც გათავისუფლებულ უნდა იქნას”, – ნათქვამია განცხადებაში.
ამავე თემაზე:
“ვფიქრობ, რუსეთი ბედნიერია იმ წარმოუდგენელი ტანჯვით, რომელიც მამაჩემმა გამოიარა” – ედუარდ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილის 12 დეკემბრის ვიდეო კადრები ვრცელდება
ბრეგაძე: გარკვეული მორალური მოსაზრებებიდან გამომდინარე არ გავასაჯაროვეთ ბევრი სხვა კადრი