LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინის ვიცე-პრემიერის ცნობით, რუსეთთან ტყვეთა გაცვლის ოპერაციის ფარგლებში, 12 უკრაინელი სამხედრო და 14 სამოქალაქო პირი გათავისუფლდა

115
ტყვეების გაცვლა

უკრაინის მთავრობის განცხადებით, ქვეყანამ რუსეთთან ტყვეთა გაცვლის ოპერაცია ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც 12 უკრაინელი სამხედრო და 14 სამოქალაქო პირი გათავისუფლდა.

უკრაინის ვიცე-პრემიერმა, ირინა ვერეშჩუკმა  არ დაასახელა რუსეთში დაბრუნებული სამხედრო ტყვეების რაოდენობა.

„პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ბრძანებით, დღეს, 9 აპრილს შედგა ტყვეთა მესამე გაცვლა. სახლში ბრუნდება ჩვენი 12 სამხედრო მოსამსახურე, მათ შორის ერთი ქალი ოფიცერი“ – წერს „ტელეგრამზე“ უკრაინის ვიცე-პრემიერი, ირინა ვერეშჩუკი.

მისი თქმით, 14 გათავისუფლებული სამოქალაქო პირიდან ცხრა ქალია

შეგახსენებთ, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის, 24 თებერვლის შემდეგ, ეს უკვე რიგით მესამე ტყვეების გაცვლაა.

რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები