უკრაინული ჯარი ხარკოვის ოლქში კონტრშეტევაზე გადავიდა და სამი დასახლებული პუნქტი გაათავისუფლა.
ამის შესახებ ინფორმაციას ხარკოვის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლეგ სინეგუბოვი ავრცელებს.
„ფრონტის ხაზიდან კარგი სიახლეები გვაქვს. უკრაინის შეიარაღებული ძალები გუშინ დილით წარმატებულ კონტრშეტევაზე გადავიდნენ. მთელი დღის განმავლობაში მძიმე ბრძოლები მიმდინარეობდა. ჩვენმა სამხედროებმა დერგაჩოვის რაიონის სამი დასახლებული პუნქტიდან: ბეზრუკიდან, სლატინოდან და პრუდიანკიდან რუსული ჯარები განდევნეს და პოზიციებზე გამაგრდნენ“, – აცხადებს სინეგუბოვი.
სინეგუბოვის ინფორმაციითვე, დღე-ღამის განმავლობაში რუსეთის იერიშს 2 ადამიანი ემსხვერპლა, 19 კი დაიჭრა.
რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.