რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 25 ნოემბერს აზოვისა და შავი ზღვის აკვატორიაში მომხდარი სახიფათო ინციდენტი გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან სატელეფონო საუბრისას განიხილა და განაცხადა, რომ უკრაინული მხარის ქმედებები საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში დარღვევაა.
მისი თქმით, ქერჩის სრუტეში მომხდარი ინციდენტი უკრაინის მხრიდან პროვოკაცია იყო.
ამის შესახებ ინფორმაციას კრემლის პრესსამსახური ავრცელებს და აცხადებს
“პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინის ხელისუფლება პასუხისმგებელია კიდევ ერთი კონფლიქტური სიტუაციის შექმნისთვის,“ – ნათქვამია კრემლის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ გუშინ უკრაინის რადამ პრეზიდენტ პოროშენკოს მიერ 30 დღით საომარი მდგომარეობის გამოცხადების წინადადებას მხარი დაუჭირა. ასეთი გადაწყვეტილება დეპუტატებმა ქერჩის სრუტეში მომხდარი ინციდენტის შემდეგ დანიშნულ საგანგებო სხდომაზე მიიღეს.