LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინული ოჯახების 45%-ს საკვების პრობლემა აქვს – ზრდასრულები ამცირებენ საკვების მიღებას, რათა მეტი შეხვდეთ ბავშვებს: გაერო

115
უკრაინა - საკვები

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინფორმაციით, უკრაინული ოჯახების 45%-ს საკვების პრობლემა აქვს. მათივე ცნობით, ზრდასრული ადამიანები ამცირებენ საკვების მიღებას იმისთვის, რომ მეტი შეხვდეთ ბავშვებს.

„ყოველი მეხუთე იძულებულია, რომ მიმართოს შიმშილის დაძლევის სხვადასხვა ხერხს, მათ შორის – ამცირებს მიღებული საკვების ულუფას, ანდა იშვიათად იღებს საკვებს. ზრდასრული ადამიანები ამცირებენ საკვების მიღებას იმისთვის, რომ მეტი შეხვდეთ ბავშვებს“, – წერია გაეროს მიერ ტვიტერზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

magti 5g