ახალი უკრაინული vip-ვაგონები სრულიად ინტერნეტ სივრცის დასაცინი გახდა. შეგახსენებთ, რომ ნაციონალურმა რკინიგზამ ცოტა ხნის წინ ახალი ვაგონების პრეზენტაცია გამართა, ისინი ძალიან მდიდრულად გამოიყურება, ბევრი ბეწვი და ძვირფასი ხე კი ყველაფერს ზედმეტად პომპეზურსაც კი ხდის. ამ ყველაფერმა კი ინტერნეტ მომხმარებლის გახალისება გამოიწვია, სიახლემ ასი ათასობით კომენტარი დაიმსახურა და ვაგონებს უამრავი საინტერესო სახელიც მოუფიქრეს. უფრო მეტიც, სოც-ქსელებში საინტერესო კონკურსი დაიწყო – გამარჯვებული გახდება ის ადამიანი, ვინც ვაგონს ყველაზე კრეატიულ სახელს დაარქმევს.