ალექსანდრე მიქელაძე, რომელიც 16 იანვარს, ღამის 22:00 საათიდან ბათუმში გაუჩინარდა და უკვე 20 დღეა სამართალდამცველები და სამაშველო სამსახურები ეძებენ, დღეს იუბილარია.
ალექსანდრე მიქელაძე 15 წლის გახდა. დაკარგულ მოზარდს ოჯახის წევრები, ახლობლები და მეგობრები იუბილეს მისი მალე გამოჩენის იმედით ერთი საერთო სურვილით ულოცავენ:
„ამ ფოტოთი ეს ბავშვი ჩემს შვილს არ ჰგავს, ვეხვეწები ყველას, მხოლოდ ჩემს პოსტს დაეყრდნონ“ – რას ამბობს სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაზე ბათუმში დაკარგული 14 წლის მოზარდის დედა
„ფორტუნა“ დაუკავშირდა ალექსანდრე მიქელაძის დედას, ნათია დიაკვნიშვილს, რომელიც ჩვენთან საუბარში მოქალაქეებს მიმართავს და სთხოვს, მხოლოდ მის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას დაეყრდნონ.
„უკვე დეე, შენ დღეს გილოცავ ჩემო სუნთქვა
ჩემო სუნთქვა, გილოცავ შენს მეგობრებთან ერთად… მჭირდები მე და ყველას“, – წერს ალექსანდრე მიქელაძის დედა ნათია დიაკვნიშვილი.
„მთელი კლუბის სახელით დაბადების დღეს ვულოცავთ ალექსანდრე მიქელაძეს
ჩვენო ოქროს ბიჭო 15 წლის დღეობას გვაჩუქე ბედნიერება ყველას და დაგვიბრუნდი
შენი საფეხბურთო ნიჭი და პიროვნული თვისებები ფასდაუდებელია ჩვენი პატარა კლუბისთვის
უფალმა დაგლოცოს და გაგაძლიეროს“
„ჩვენ ყველა შინ დაბრუნებას გისურვებთ, გელოდებით დიდი სიყვარულით“
„ალექსანდრე ისევ ისე გააბედნიერე შენი დედიკო,მამიკო და ძმები როგორც შენი დაბადებით გააბედნიერე 15 წლის წინ,ხომ იცი როგორი მნიშვნელოვანი ხარ მათთვის და როგორ ჭირდები.გვიყვარხარ ყველას და გელოდებით მოუთმენლად“
„ასეთი ჩასაკბეჩი,ფუნთუშა ბიჭი იყო ჩვენი ალექსანდრე, ახლა უკვე დიდი ბიჭია-15 გილოცავ ალე,ჩვენ ყველა შინ დაბრუნებას გისურვებთგელოდებით დიდი სიყვარულით“, – წერენ სოციალურ ქსელში.