LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უკვე დავიღალე პასუხის გაცემით – აგრძელებენ ამაზე საუბარს, ეს მათი არჩევანია“ – იუკნევიჩიენე „ოცნების“ განცხადებებზე

141
რასა იუკნევიჩიენე

„მე უკვე დავიღალე ამაზე პასუხის გაცემით, გამონათქვამებზე, რომლებიც ეკუთვნის პარლამენტის სპიკერს, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს ან პრემიერ-მინისტრს“, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ განაცხადა და თქვა, რომ „ქართული ოცნების“ არჩევანი დაძაბულობის გაღვივებაა.

როგორც ევროპარლამენტარმა „მთავარ არხთან“ საუბრისას განაცხადა, ისინი [მმართველი პარტიის ლიდერები] აგრძელებენ ამაზე საუბარს და ეს მათი არჩევანია.

„მათი არჩევანია მანიპულაცია, დაძაბულობის გაღვივება. რასაკვირველია, ეს არ არის სიმართლე.

„რასამ ან კუბილიუსმა კი არ უნდა გადაწყვიტონ, ვინ არის ოლიგარქი, სამართლებრივი მტკიცებულებებით უნდა განისაზღვროს” - კობახიძე

„რასამ ან კუბილიუსმა კი არ უნდა გადაწყვიტონ, ვინ არის ოლიგარქი, სამართლებრივი მტკიცებულებებით უნდა განისაზღვროს” - კობახიძე

მე არაერთხელ მითქვამს, ბევრი ადამიანი არ არის ევროპარლამენტში, რომელიც დაინტერესებულია სამხრეთ კავკასიით და კერძოდ, საქართველოთი.

ჩვენ, პარლამენტის წევრები პოლონეთიდან, ჩეხეთიდან, სლოვაკეთიდან და ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან, ყოველთვის ვიცავთ საქართველოს და ქართველებს. ჩვენი სახით ბევრი მეგობარი გყავთ. ძალიან ვწუხვარ სიტუაციის ასეთ გაუარესებაზე საქართველოში“. – განაცხადა რასა იუკნევიჩიენემ.

„Говорит Москва!“ – რასა იუკნევიჩიენე ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g