LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უკვე კიმ კარდაშიანზე უკეთ გამოიყურება“ – 69 წლის კრის ჯენერის მორიგი ტრანსფორმაცია და გაოგნებული მსოფლიო

181
page

კარდაშიან-ჯენერების დინასტიის მთავარი წარმომადგენელი, 69 წლის კრის ჯენერი, გულშემატკივრებს გაოცებას კვლავ აგრძელებს. მან უარი თქვა თავის გამორჩეულ შავი ფერის თმაზე და იმიჯი რადიკალურად შეიცვალა. მან თმა ქერად შეიღება და ვარცხნილობაც შეიცვალა.

გარდასახვის ამსახველი ფოტოები კრისმა „ინსტაგრამზე“ გაავრცელა და საზოგადოების დიდი მოწონებაც დაიმსახურა.

ბოლო პერიოდში, ჯენერის გარეგნობა განხილვის თემად იქცა. ის რადიკალურად შეიცვალა და მინიმუმ 15 წლით გაახალგაზრდავებულად გამოიყურება. მისი გაახალგაზრდავების უკან ცნობილი პლასტიკური ქირურგის, ნიუ-იორკელი სპეციალისტის „ოქროს ხელები“ დგას. მედიაში უკვე ჯენერის ოპერაციის შემდგომ გადაღებული არაერთი კადრი ვრცელდება.

„უკვე კიმ კარდაშიანზე უკეთ გამოიყურება“, „საოცარი გარდაქმნა“, „საოცარი ნამუშევარია“, – არ წყდება კომენტარები.

აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ სპეციალისტთან გაიკეთეს პლასტიკური ოპერაციები დონატელა ვერსაჩემ და ლინდსი ლოჰანმა.

ვიდეო: კადრები ოპერაციიდან და საოცარი გარდაქმნა – 69 წლის კრის ჯენერის შოკისმომგვრელი გაახალგაზრდავება

„ჰოლივუდში ჯადოქარი გამოჩნდა“ – 69 წლის კრის ჯენერის საოცარი გარდასახვა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები