ჯენიფერ ენისტონმა გულშემატკივრები აღაფრთოვანა ახალი პოსტით, რომელმაც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულმა ფოტოებმა ეჭვები გააჩინა, რომ ვარსკვლავი შესაძლოა მალე დაქორწინდეს რჩეულზე.
ენისტონმა შეყვარებულს, ჯიმ კურტის 50 წლის იუბილე შავ-თეთრი ფოტოთი მიულოცა რომელსაც ემოციური სიტყვები დაურთო: „დაბადების დღეს გილოცავ, ჩემი სიყვარულო“.
ყველაზე დიდი ინტერესი ერთმა დეტალმა გამოიწვია. ენისტონის ხელზე უზარმაზარი ბრილიანტის ბეჭედი ბრწყინავდა.
დადასტურდა – სიყვარული ჯენიფერ ენისტონმაც იპოვა – 56 წლის მსახიობი ჰიპნოთერაპევტთან გამოიჭირეს
56 წლის ჯენიფერ ენისტონს რომანი ქოუჩთან და ჰიპნოთერაპევტთან, ჯიმ კერტისთან ზაფხულში დადასტურდა, როცა წყვილი პაპარაცებმა მალიორკაზე გადაიღეს.
ცნობისთვის, ჯიმ კერტისი საკუთარ თავს „ტრანსფორმაციულ ქოუჩად“ და ჰიპნოთერაპევტად მოიხსენიებს. მას „ინსტაგრამზე“ ნახევარ მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს და ხშირად აზიარებს შთამაგონებელ ციტატებს, რომლებიც 40 წელს გადაცილებულ ადამიანებს წარსულისგან გათავისუფლებაში და სიყვარულის პოვნაში ეხმარება.
ჯენიფერ ენისტონს რომანი უსიმპათიურეს ჰიპნოთერაპევტთან აქვს – წყვილის მალიორკაზე გადაიღეს
