მიმდინარე წლის ზაფხულში ელიოტ პეიჯმა ახალი ურთიერთობა გაასაჯაროვა. 38 წლის მსახიობი Overcompensating-ის ვარსკვლავს, ჯულია შიპლეტს ხვდება. და აი, მათმა კავშირმა უკვე სერიოზული სახე მიიღო.
წყვილი Gucci-ის 2026 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის ჩვენებაზე ერთად გამოჩნდა. აღსანიშნავია, რომ ეს ელიოტის პირველი საჯარო ურთიერთობაა მას შემდეგ, რაც ის 2021 წლის დეკემბერში ტრანსგენდერ მამაკაცად გამოვიდა.
მამაკაცად გარდაქმნის შემდეგ, ელიოტ პეიჯმა რომანი გაასაჯაროვა – 38 წლის მსახიობის უახლესი ფოტოები
შეგახსენებთ, 2021 წლის „ჯუნოს“ ვარსკვლავმა სქესის შეცვლის ურთულესი ოპერაციები გადაიტანა, მან სახელი შეიცვალა და ელიოტი დაირქვა. მსახიობი ამ თემაზე ღიად საუბრობს და არაერთხელ აღუნიშნავს, რომ ამ გადაწყვეტილებას არ ნანობს, რადგან ბავშვობიდან თავს ბიჭად მიიჩნევდა.
ელიოტ პეიჯმა დაასახელა მსახიობი ქალის ვინაობა, რომელთანაც რომანი „ქამიგ აუთის“ შემდეგ ჰქონდა





