LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უმაკიაჟო კეტი პერი ორლანდო ბლუმთან ერთად აეროპორტში (ფოტო)

101

ორლანდო ბლუმისა და კეტი პერის ურთიერთობა სერიოზულ ფაზაში შედის. მომღერალი და მსახიობი ამჯერად ასპენის აეროპორტში გამოჩნდნენ, სადაც უახლოესი მეგობრის ქორწილს დაესწრნენ. კეტი პერიმ ფრენისთვის თავისუფალი სტილის სამოსი შეარჩია, ის უმაკიაჟოდ გამოჩნდა აეროპორტში, თუმცა ამის მიუხედავად ფანტასტიურად გამოიყურებოდა. რაც შეხება ორლანდო ბლუმს, ის სპორტულ ფორმაში იყო წარმოდგენილი.

წყვილი ცალ-ცალკე გადმოვიდა მანქანიდან, რათა ცნობისმოყვარე პაპარაცებს ისინი ერთად არ გადაეღოთ. ფოტოგარფებთან ჯერ ორლანდო ბლუმი გამოჩნდა, რომელმაც მალევე დატოვა აეროპორტის ტერიტორია, მას მოჰყვა კეტი პერიც, რომელიც სახეზე შარფს იფარებდა, რათა მისი უმაკიაჟო სახე კადრში არ მოხვედრილიყო. ის ფოტოები, რომელიც ინტერნეტში მოხვდა, წყვილის კოლორადოს შტატიდან გამოფრენამდეა გადაღებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g