LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უმჯობესია საწვავი ღამით ჩაასხათ: როგორ გავაკეთოთ ეკონომია საწვავზე

387

სპეციალიზებული პორტალების ექსპერტებმა საინტერესო მეთოდების ჩამონათვალი წარმოადგინეს. ქვემოთ წარმოდგენილი რჩევები დაგეხმარებათ ავტომობილი ნაკლებად ხარჯიანი გახდეს.

პირველ რიგში, აუცილებელია სწორად სიარული. ეს გულისხმობს როგორც საცობებისგან თავის არიდებას, ისე გზებზე თანაბრად სიარულს. სასურველია აეროდინამიკის წინააღმდეგობის შემცირება, დამატებითი მოწყობილობების გამორთვა და ავტომობილის ჩრდილში დაპარკინგება.

შემდეგი რეკომენდაცია საწვავის სწორად ჩასხმაა. აღსანიშნავია, რომ საწვავით ავზის შევსება უმჯობესია ღამით, ან დილით ადრე, ანუ მაშინ, როდესაც ჰაერის ტემპერატურა დაბალია. ასევე, სასურველია, ავზი ბოლომდე შეივსოს.

ავტომობილზე ზრუნვა შემდეგი რჩევაა. იგულისხმება საბურავების შემოწმება და სითხეების გამოცვლა. მთავარი ყურადღება ჰაერის ფილტრზე გადაიტანეთ, რომლის მდგომარეობაც საწვავის ხარჯზე ახდენს გავლენას. რეკომენდირებულია თვლების ნახარისა და საბურავებში წნევის შემოწმება.

ტოპ ხუთეულს ასრულებს მეთოდი, რაც სწორ მომსახურებას მოიცავს. ეს ნიშნავს ორიგინალი ნაწილების შეძენას, ავტომობილის რეცხვას და ა.შ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები