LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უმუშევრობა საქართველოში კვლავ ყველაზე დიდ პრობლემად სახელდება – NDI

146
shutterstock-439390204

NDI-ის უახლესი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმეტესობა (59%) საქართველოს ეკონომიკის წინაშე მდგარ ყველაზე დიდ პრობლემად უმუშევრობას ასახელებს. სხვა პრობლემებს შორის კი დასახელებულია: ფასების ზრდა (45%); სიღარიბე (28%); ლარის გაუფასურება (27%); პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვები (14%); დაბალი ხელფასები (11%) და საზღვრების ჩაკეტვა (6%).

ამავე კვლევის მიხედვით, გამოკითხული მოსახლეობის მხოლოდ მეოთხედი ამბობს, რომ 2016 წელთან შედარებით ეკონომიკურად უკეთესად არის, 32 პროცენტმა თქვა, რომ უარესად არის, ხოლო 45 პროცენტი ფიქრობს, რომ მათი სიტუაცია უცვლელი დარჩა.

აღსანიშნავია, რომ NDI-ის კვლევა 2020 წლის 17-24 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,053 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.1%-ია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g