LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უნდა დავამარცხოთ სიმსივნე და მალე დავიბრუნოთ სკოლის იმედი, ყველას გთხოვთ დახმარებას, თითოეული თეთრი მნიშვნელოვანია“ – ვეკუას სკოლა საზოგადოებას მიმართავს

588
ვეკუას სკოლა

ვეკუას სკოლის თანამშრომელს, ხათუნა ჩიგოშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება.

ახალგაზრდა ქალი თურქეთში იმყოფება და სიმსივნეს ებრძვის.

მკურნალობა დიდ თანხებთანაა დაკავშირებული.

„ვეკუას სკოლის შენობაში შემომსვლელს კარებთან ერთი ძვირფასი ადამიანი ხვდება, სიცოცხლით სავსე, ყურადღებიანი, თბილი და ტკბილი, სკოლის ერთგული ხათუნა ჩიგოშვილი. დღეს ამ უძვირფასეს ადამიანს დახმარება სჭირდება. ჩვენი ხათო თურქეთში  მკურნალობის რთულ კურსს გადის. უნდა დავამარცხოთ სიმსივნე და მალე დავიბრუნოთ სკოლის იმედი. ყველას გთხოვთ დახმარებას, თითოეული თეთრი მნიშვნელოვანია,“ – აღნიშნულია განცხადებაში.

დახმარების მსურველებს თანხა შეუძლიათ ჩარიცხონ აღნიშნულ ანგარიშებზე:

ხათუნა ჩიგოშვილი

#GE61BG0000000312640800

#GE19LB0711179312093000

კარინე ჩიგოშვილი #GE92TB7193645068100028

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g