უნდა დავიცვათ თამბაქოს კვამლისგან ჩვენი მოქალაქეები, განსაკუთრებით ბავშვები – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
მისივე თქმით, მსგავსი კანონის მოქმედება დადგენილია, რომ მკვეთრად ამცირებს თამბაქოს მოხმარებას.
“1 მაისიდან დაიწყო “თამბაქოს კონტროლის შესახებ” ახალი კანონის მოქმედება, რომლის მიხედვითაც საქართველო რეგიონში ხდება მოწინავე ქვეყანა ამ თვალსაზრისით. მსოფლიო დონესთან შედარებით, სადაც თამბაქოსგან გამოწვეული სიკვდილიანობა 10%-ია, საქართვლოში ეს მაჩვენებელი არის 22%. ეს არის კატასტროფული მდგომარეობა, ამიტომ მე მოვუწოდებ მოქალაქეებს და ვთხოვ, რომ გაგებით მოეკიდონ ამ კანონს. ყველას მოგიწოდებთ, გაგებით მოეკიდოთ განსაკუთრებით იმ ბიზნეს სუბიექტებს, რომლებსაც ეს ეხებათ და რა თქმა უნდა, მოვუწოდებ შსს-ს ეფექტურად განახორციელოს ამ კანონზე ზემოქმედება და კონტროლი, მაგრამ როგორც შსს-ს განცხადებაშიც იყო ნათქვამი, მოქალაქეებთან თანამშრომლობა და მათი მხრიდან ამ პრობლემის გაგება, თანამშრომლობა იქნება მნიშვნელოვანი,” – განაცხადა კვირიკაშვილმა.