LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უნდა ვაღიაროთ შეცდომები, სჯობს ეკლესიაში შევიკრიბოთ, თუ არა, ჩვენი შერიგების შანსი არ არის“ – მეუფე იაკობმა პოლიტიკოსებს შერიგება ამბიონიდან შესთავაზა

117
BeFunky-collage (38)

„თუ შერიგება არ შედგა, საქართველო დამარცხდება“, – ამის შესახებ მეუფე იაკობმა დღევანდელ ქადაგებაზე თქვა და პოლიტიკოსებს ეროვნული შერიგებისკენ მოუწოდა. როგორც მეუფემ  აღნიშნა, ქვეყანა „დაპაუზებულია“ და ვერ ვითარდება, რაც დაპირისპირებამ განაპირობა.  მისივე თქმით, შერიგებას მოახდენს ის ხალხი, რომელიც რომელიმე პოლიტიკური მხარე კი არ იქნება, არამედ ის, რომელიც მხოლოდ საქართველოს მხარეს დგას.

ბოდბელმა ეპისკოპოსმა ოპოზიციას და ხელისუფლებას შერიგება ამბიონიდან შესთავაზა და თქვა, რომ ახლა ერთადერთი გზა შერიგება და შეცდომების აღიარებაა. მეუფე იაკობის თქმით, ის სიმართლეს კარგად ხედავს, თუმცა პოზიციების დაფიქსირება სიტუაციას უფრო გაართულებს, ამიტომ არცერთი მხარის დაკავებას არ აპირებს.

„ეკლესიაში პატრიარქმა და ჩვენ ვიცით რა უნდა გაკეთდეს, რომ ერი გავერთიანდეთ, ასე დაყოფილი აღარ ვიყოთ. ცოტანი ვართ და ყველა ჩვენია. განა არ შემიძლია მართლის და მტყუანის გარჩევა? მაგრამ დღეს ის დროა, მხარეს ვეღარ ირჩევ, ერთი მხარე ავირჩიოთ ეს არის საქართველო, ყველა უნდა დავდგეთ საქართველოსთან.

ძალიან კარგად ვიცი სად არის სიმართლე, სად არის ჭეშმარიტება. თუ არა ეკლესიაში, ჩვენი შერიგების შანსი არ არის. ეკლესიაში შერიგება ნიშნავს, რომ ჩვენ ერთმანეთის ღირსებას გავუფრთხილდებით და დღეს არ ვუფრთხილდებით ერთმანეთის ღირსებას. უნდა ვაღიაროთ ის შეცდომები და დანაშაულები, რაც ჩვენ ერთმანეთის მიმართ მიგვიძღვის.

სინოდის უდიდესი ნაწილი, პატრიარქიდან დაწყებული, იცით მე როგორი ვარ გამონათქვამებში, რამდენი ხანი ჩუმად ვარ არ მინდა ისეთი რამე გავაკეტო, რომ რომელიმე მხარეს აღმოვჩნდე, შერიგებას მოახდენს ის ხალხი, რომელიც მხარე არ იქნება, თუ მხარეს დავდექი არ გამოვა, შიგნით თუ ასე დავჭამეთ ერთმანეთი, წელიწადზე მეტია ქვეყანას უკვე განვითარების საშუალება აღარ ეძლევა. საქართველოში კაციც არ უნდა დარჩეს ისეთი რომელიც შერიგების შემდეგ ნაწყენი იქნება. პატრიარქი მინდა დავლოცო, გავაწამეთ კაცი“, – თქვა მეუფე იაკობმა ამბიონიდან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g