LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Unforgettable – ბიოპიკი ნატ კინგ კოულის შესახებ, რომელსაც კოლმან დომინგო განასახიერებს

122
photo-collage.png

,,ოსკარის” ორგზის ნომინანტმა მსახიობმა, კოლმან დომინგომ ოფიციალურად დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჰოლივუდის მომავალ პროექტში ლეგენდარული არტისტის – ნატ კინგ კოულის როლს მოირგებს.

ბიოპიკს – Unforgettable ერქმევა და ის ფოკუსირებული საკულტო მუსიკოსის ცხოვრებასა და კარიერაზე, განსაკუთრებით კი იმ პერიოდზე იქნება, როცა 1956 წელს პირველი შავკანიანი ამერიკელი გახდა, რომელსაც ეროვნულ ტელევიზიაში საკუთარი შოუ ჰქონდა.

,,ეს არ იქნება კლასიკური ბიოგრაფიული ფილმი ,,დაბადებიდან სიკვდილამდე”. ის აჩვენებს, რას ნიშნავდა ეს ნაბიჯი იმდროინდელ რასისტულ ამერიკაში, როგორ აიძულეს გადაცემის დახურვა სპონსორების არ ქონის გამო და როგორ უხდებოდა კოულს ,,ელეგანტურობის”, როგორც ჯავშნის ტარება”. ეს იქნება სიჩუმეზე, რომელიც ტკივილით არის სავსე და მუსიკაზე, რომელიც გიღიმის, როცა შიგნით გეწვის. ის უფრო ინტიმური და პოლიტიკური შინაარსის მატარებელია” – განაცხადა დომინგომ, რომელიც კინოსურათისთვის სცენარს თავად დაწერს.

როგორც მსახიობმა აღნიშნა, ის გეგმავს ეკრანზე გააცოცხლოს ამბავი კაცზე, რომელიც ამერიკამ შეიყვარა, მაგრამ ბოლომდე ვერ მიიღო.

შეგახსენებთ, რომ ნატ კინგ კოული მე-20 საუკუნის ერთ-ერთ გავლენიან ფიგურადაა აღიარებული, რომლის მუსიკალური კარიერა სოციალური ბრძოლის ნაწილიც იყო. კრიტიკოსების შეფასებით, ის იყო მუსიკოსი, რომელმაც ჯაზი და პოპი ისე შეაერთა, რომ მისი ხმა დღემდე ,,კლასიკად” ითვლება. შემსრულებლის ცნობილ ჰიტებს შორისაა: Unforgettable, SmileMona Lisa და L-O-V-E.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები