LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უნგრელები უპირატესობას საზოგადოებრივ ტრანსპორტს ანიჭებენ

74

უნგრელები პირად ტრანსპორტს ყველაზე ნაკლებად იყენებენ. აღმოჩნდა, რომ უნგრელები უპირატესობას საზოგადოებრივ ტრანსპორტს ანიჭებენ. ოფიციალური მონაცემებით, ყოველი 100 კმ-დან საშუალოდ 32 კმ-ს ისინი სწორედ ავტობუსით, ტრამვაით ან მეტროთი გადიან. საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოყვარულთა სიის მეორე ადგილს კი ჩეხები იკავებენ, პირად ავტომობილზე უარს მათი 26% ამბობს. და ბოლოს, მესამე პოზიციას 24%-ით სლოვაკები ასრულებენ.

აღსანიშნავია, რომ ყველაზე მეტად თავისი ავტომობილი პორტუგალიელებსა და ლიტველებს უყვართ და ისინი ყოველი 100 კმ-დან 89-ს სწორედ მანქანით გადიან.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები