LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უნგრეთის პრემიერმა ვიქტორ ორბანმა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხის გადადება მოითხოვა

144
ვიქტორ ორბანი

4 დეკემბერს ევროკავშირის ლიდერების სამიტზე უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხის განხილვის გადადება მოითხოვა.

უკრაინის გაწევრიანების პროცედურების დაწყებაზე გადაწყვეტილება ევროკავშირმა დაახლოებით ერთ კვირაში უნდა მიიღოს.

ვიქტორ ორბანმა ეს მოთხოვნა ევროსაბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელისადმი მიწერილ წერილში გააჟღერა.

ამ წერილში ასევე ნახსენები იყო, რომ საბჭომ 2024 წლის ბიუჯეტში არ უნდა გაითვალისწინოს უკრაინის დასახმარებლად გამოყოფილი 50 მილიარდი ევრო.

ინფორმაციისთვის, ვიქტორ ორბანი უკვე რამდენიმე კვირაა აცხადებს, რომ უკრაინა ევროკავშირის წევრობისთვის მზად არაა. უნგრეთის პრემიერი არც უკრაინის ინტეგრაციისთვის რეკომენდაციის გაცემას უჭერდა მხარს.

შეგახსენებთ, რომ 8 ნოემბერს ევროკომისიამ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად რეკომენდაცია გასცა.

საბოლოოდ ეს გადაწყვეტილება ევროკავშირმა 15 დეკემბერს უნდა მიიღოს და მას ევროკავშირის ყველა წევრის, მათ შორის უნგრეთის, თანხმობაც სჭირდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g