LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

UNIAN: ე.წ სამხრეთ ოსეთიდან 300-მდე ჯარისკაცმა უკრაინაში პუტინისთვის ბრძოლაზე უარი თქვა და უკან დაბრუნდა

152
Untitled design

ე.წ სამხრეთ ოსეთიდან უკრაინაში წასულმა 300-მდე ჯარისკაცმა პუტინისთვის ბრძოლაზე უარი თქვა და უკან ნებაყოფლობით დაბრუნდა.

ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ფორმირებული ტაქტიკური ჯგუფის დიდმა ნაწილმა უკრაინაში ომზე უარი თქვა – რას წერს „ცენზორ.ნეტ“-ი

ამის შესახებ უკრაინული მედიასაშუალება “უნიანი” ოსი ბლოგერის, ალიკ პუხაევის “ტვიტერზე” დაყრდნობით წერს.

“რუსული სამხედრო ბაზიდან სამხრეთ ოსეთში საკუთარი ნებით დაბრუნდა 300-მდე სამხედრო მოსამსახურე (ძირითადად ეთნიკური ოსი), რადგან მათ იფიქრეს, რომ ისინი დაიღუპებოდნენ უკრაინაში სპეცოპერაციის დროს”, – აღნიშნულია “ტვიტში”.

ამის შესახებ სოციალურ ქსელში ოსი სეპარატისტების ყოფილმა ლიდერმა, ედუარდ კოკოითმაც განაცხადა ტელეგრამ-არხში და დაადასტურა, რომ სამხედროების გარკვეულმა ნაწილმა მართლაც თქვა უარი, მონაწილეობა მიეღო უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებში:

“შეწუხებულები ვართ ომის ზონიდან ოსეთში დაბრუნებული ჩვენი ჯარისკაცების ირგვლივ შექმნილი ვითარებით. არავის აქვს უფლება, დაგმო ამ ბიჭების ქმედება ან დაადანაშაულოს ისინი სიმხდალეში.

ჩვენ უნდა გავიგოთ მომხდარის ძირითადი მიზეზები და გავარკვიოთ როგორ”, – აღნიშნა კოკოითმა.

მისივე თქმით, ასობით ოსი მებრძოლი ახლა იმყოფება “სამხედრო ოპერაციის ზონაში” და “საკუთარ მოვალეობას გმირულად ასრულებს”.

“უნიანის” ინფორმაციითვე, ოსმა ჟურნალისტმა რუსლან ტოტროვმა თქვა, რომ ამ ჯარისკაცებმა უარი თქვეს რუსების ბრძანების შესრულებაზე და მაშინვე დაბრუნდნენ უკან –  სამხრეთ ოსეთში, პოლიციის კოლონების თანხლებით.

ვრცლად, თემის შესახებ:

ვიდეო: ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მცხოვრებნი უკრაინაში საომრად გაგზავნეს

“ემზადებიან იმისათვის, რომ ადგილობრივებსაც მოუწევთ წასვლა, შეიძლება აფხაზებსაც” – გიორგი კანაშვილი ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსული ძალების გასვლაზე

„მათი ომში იძულებით ჩართვა კონვენციური დარღვევაა, საქართველოს არცერთი მოქალაქე არ გვემეტება საზარბაზნე ხორცად“– ხოშტარია სახელმწიფოსგან მექანიზმების ამოქმედებას მოითხოვს

 

 

mazda magti 5g