LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”უნიქარდი” და ”ვისოლი” მომხმარებლებს გაორმაგებული ქულების აქციას სთავაზობენ

127

“ვისოლი“   და   „უნიქარდი“   მომხმარებლებს   აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით,   გაორმაგებული ქულების აქციას სთავაზობენ.

როგორც ”ფორტუნას” ”უნიქარდიდან” აცნობეს, ბარათის მფლობელები ნებისმიერი საწვავის შეძენისას გაორმაგებული ქულებით დასაჩუქრდებიან და ყოველ დახარჯულ   10   ლარზე   გაზის   შეძენის   შემთხვევაში  3.8   ქულა,   ხოლო   ბენზინზე   და დიზელზე     2.66   ქულა   დაერიცხებათ.   აქცია   მოქმედებს   „ვისოლის“  ნებისმიერ ავტოგასამართ სადგურზე 3 მაისის ჩათვლით.

მათივე ინფორმაციით , „ვისოლის“  ავტოგასამართი სადგურების ქსელი „უნიქარდის“  ერთ-ერთი პირველი და მსხვილი   პარტნიორია.   დღესდღეობით   ”უნიქარდის”   500   000-ზე   მეტი   მომხმარებელი აგროვებს  ქულებს  „ვისოლში“.   ბარათზე   ქულების   დაგროვება  მთელი   საქართველოს მასშტაბით ნებისმიერი საწვავის შეძენისას არის შესაძლებელი.

დაგროვებული ქულებით „უნიქარდის“  მფლობელებმა   უკვე   3   მილიონზე   მეტი   საჩუქარი   მიიღეს.  „უნიქარდზე“ დაგროვებული   ქულებით   ონლაინ   კატალოგში   საჩუქრის   არჩევა   ბარათის   ნებისმიერ მფლობელს   შეუძლია.   ბონუს   ქულებით   შესაძლებელია   საწვავის   ტალონების, ტელეფონზე სასაუბრო დროს, სამკაულის, საყოფაცხოვრებო ტექნიკის, აქსესუარების,

სუპერმარკეტში ნებისმიერი პროდუქტის ან უნიტურით მოგზაურობის შეძენა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g