LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უნივერსიტეტებში ჩარიცხვების შესახებ ინფორმაცია სავარაუდოდ, 25 აგვისტოსთვის გამოქვეყნდება

137

უნივერსიტეტებში ჩარიცხვების შესახებ ინფორმაცია სავარაუდოდ 25 აგვისტოსთვის გამოქვეყნდება, – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

”სააპელაციო პროცესის დასრულების შემდეგ იწყება ბაზების მომზადება ჩარიცხვებისა და გრანტის განაწილებისთვის, პარალელურად მიმდინარეობს გათანაბრებისა და სკალირების პროცესი. ჩარიცხვების შესახებ ინფორმაცია ამ პროცედურების დასრულების შემდეგ, სავარაუდოდ, 25 აგვისტოსთვის გამოქვეყნდება”

დღეს გამოქვეყნდა აპელაციის შედეგები:

“ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების სააპელაციო განაცხადების რაოდენობა შეადგენდა ნაშრომების (150 ათასზე მეტი) 1,34%-ს. სააპელაციო კომისიის მიერ ნაშრომების ხელახლა გასწორების შედეგად შეფასება შეეცვალა 389-ს (მთლიანი ნაშრომების 0.26%-ს) – 361-ს მოემატა, ხოლო 28-ს დააკლდა შეფასება”

პოპულალურები